10.03.2019
მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ე.წ. ტროლების ფაბრიკის
შესახებ და გამოაქვეყნეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც სავარაუდოდ
“ქართული ოცნების” დაკვეთით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალურ
ქსელში. სიაში დასახელებულ სახელებსა და გვარებს არ ახლდა რაიმე
მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (პირადი ნომერი, ან რაიმე სხვა დეტალი)
შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიაში
ჩამოთვლილთა იდენტური სახელი და გვარი აქვს.
07.03.2019
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს,
სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის
გარეშე უნდა შესრულდეს. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“
და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია
მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი
წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო
დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ
ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ
ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება.
26.02.2019
ბოლო პერიოდში მედიამ აქტიურად დაიწყო 2018 წლის წლის ივლისში
ხადის ხეობაში მოკლული აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის
მკვლელობის საქმის გაშუქება. გამოჩნდა ბრალდებულის მიერ
გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, ფოტომასალა, რაც დიდი
ალბათობით, თავად ძალოვანი უწყებების მიერ არის მიწოდებული. უახლოეს
მომავალში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ნაფიცი
მსაჯულების მონაწილეობით, ამიტომაც ბუნებრივია პროკურატურის ინტერესი
- გამოიყენოს მედია სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად.
25.01.2019
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის
ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. შინაგან
საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი
იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას,
დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
13.01.2019
2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი
განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო
ცვლილებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა
ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც
უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ
ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული
ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.
30.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება არასამთავრობო
ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმისა და პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს.
28.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება 28
ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ
ორგანოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. როგორც
ცნობილი გახდა, ტვ პირველის ჟურნალისტს, თათია ჩაფიჩაძეს
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უცნობმა პირებმა მიაყენეს
ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლით, რაც მოიცავს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.
10.10.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა
სამინისტროსგან და მთავარი პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ
გამოიძიონ 2018 წლის 10 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობისა და
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი.
18.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება “ლიბერალის”
რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს.
მისი თქმით, 15 სექტემბერს საღამოს 5-6 კაციანი ორგანიზებული
ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). მიუხედავად
იმისა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, გამოძიებას
საზოგადოებისთვის კონკრეტული შედეგი არ უცნობებია.
18.09.2018
2018 წლის 15 სექტემბერს, ,,ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს
რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები
იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ
ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი
დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.