ქარტიის საბჭოს სხდომა – ანონსი

კატეგორია : ანონსი;
ხვალ 20 მარტს, 2 საათზე გაიმართება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. სხდომაზე განიხილება საქმე - "კობა კობალაძე "რუსთავი2-ის" ჟურნალისტების წინააღმდეგ". გენერალ კობა კობალაძის წარმომადგენელი ემზარ პაქსაძე სიუჟეტის ავტორებს წინასწარ განზრახული ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მან ქარტიის საბჭოს განცხადებით 12 თებერვალს მიმართა. განმცხადებელი სადავოდ ხდის 2014 წლის 1 თებერვალს 21 საათიან კურიერში ე.წ "მუხროვანის ამბოხზე" გასულ სიუჟეტს. ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება "ფრონტლაინ კლუბში", მისამართი ლადო ასათიანის ქუჩა 62. კობა კობალაძის წარმომადგენლის განცხადება PDF