2022 წლის 12 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ,,დიდ შესვენებაში” წამყვანებმა ანეკდოტის მოყოლითა და საკუთარი რეაქციებით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და სტერეოტიპების გაძლიერებას.
მოგვიანებით გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა გააკეთა განმარტება, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა და დისკრიმინაციული გარემოს შექმნას ვერ აღიქვამენ პრობლემად.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციული და არატოლერანტული გარემოს შექმნას. ანეკდოტებით და კომედიური ისტორიებით იზრდება სტიგმატიზაციის ხარისხი და სტერეოტიპები უფრო ძლიერდება. სტერეოტიპები შშმ პირებთან მიმართებით, თუნდაც კომედიურ კონტექსტში, განამტკიცებს არასწორ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აღნიშნული მასალა წაშალონ გვერდიდან და გააკეთონ სათანადო განმარტება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 13 ოქტომბერს 4 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - შპს „შუ პუ სუ" ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის ნიკა საჯაიას წინააღმდეგ
სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 8 აგვისტოს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მიმართვის მიუხედავად კი იგი არ გასწორდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათზე - თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი „აი, ფაქტის", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ
სადავო სტატია „აი, ფაქტის” გვერდზე 2022 წლის 9 აგვისტოს, ხოლო „TV პირველის” და „მთავარი არხის” გვერდზე სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.
განმცხადებელი „აი, ფაქტის” წინააღმდეგ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ჟურნალისტური მასალების კონკურს - „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“. ქარტიის კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.
კონკურსის გამარჯვებულს პრიზი გაიცემა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი საკონკურსო 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც შედის ქარტიის საბჭოს 2 წევრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და 2 ჟურნალისტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. ნომინაციაში თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.
კონკურსში შესაძლებელია წარდგენილი იყოს როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ვიდეო და მულტიმედიური მასალა.
კონკურსის თემატიკა:
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ნოემბერი, 18.00 საათი. (მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი. დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
განაცხადის შევსება სავალდებულოა და მის გარეშე მხოლოდ ელექტრონულ მისამართზე მიღებული განცხადებები არ განიხილება.
გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრიზს უკვე მე-10 წელია გასცემს, ხოლო ნომინაციაში „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ უკვე მეორედ დააჯილდოებს გამარჯვებულს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ანასტასია ლოსაბერიძე.
სადავო მასალა 2022 წლის 29 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა და სიუჟეტის მომზადების დროს კი მას არავინ დაკავშირებია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
2022 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა და გამოიყენა დისკრიმინაციული, სექსისტური ენა.
ქარტია გმობს დავით დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ
აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება,
სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანი წილი 520 ათას ლარად იყიდა და დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა.
ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრი დღესვე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. „პოსტვ” -ის განცხადებით, ისინი დღეიდან „ხალხის ძალას“ ღიად და აქტიურად დაუჭერენ მხარს.
დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და მისი მეუღლის საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მესაკუთრეებს აცნობა, რომ მათ მიერ ტელევიზიის ფლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევა იყო. კერძოდ, 37-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე“ ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას. საპასუხოდ, ოქუაშვილმა და ჩხეიძემ წილების მართვის უფლება სხვა პირებს გადასცეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის წერილით ირკვევა, რომ კომისიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და კვლავ მოუწოდა მფლობელებს „შესაბამისი ზომები“ მიეღოთ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს.
დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს. თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ „პოსტვ”-ის წილების ფლობის კანონიერების საკითხი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ ორი განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელები არიან ერნსტ ხეჩუმოვი და ნოდარ რუხაძე.
სადავო მასალა 2022 წლის 29 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.
ერნსტ ხეჩუმოვი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ნოდარ რუხაძე დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 7 ოქტომბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
17:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძის და ნათია თოიძეს წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი 2022 წლის 11 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „სხვა ნანუკას” წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება”.
სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 21 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა ორ წყაროსთან.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძისა და ნათია თოიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
სადავო სიუჟეტი 2022 წლის 11 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 29 სექტემბერს 4 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ტელეკომპანია „ფორმულას", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ
სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 7 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალებში ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გაშუქდა.
განმცხადებელი ტელეკომპანია „ფორმულას” წინააღმდეგ დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათზე - ვიქტორ წილოსანი Bm.ge-ს წინააღმდეგ
სადავო მასალა მედიასაშუალებამ 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაქვეყნა.
განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, რაც თბილისის მერიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ მედიასაშუალება BMG-ის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.
სადავო მასალა მედიასაშუალებამ 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაქვეყნა.
განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, რაც თბილისის მერიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.