მედიამონიტორინგი
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.



ძირითადი მიგნებები:

  • ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას; ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები არ შეესაბამება სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;
  • გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით. ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული ანალიზი;
  • მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა;
  • მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;
  • გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც;
  • თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;
  • ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები;
  • მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში;
  • წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას; ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე.

იხილეთ სრული ანგარიში
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას. 

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.



ძირითადი ტენდენციები:

  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად იმედის ეთერში გაშუქდა (29 %), ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის”-ის ეთერში (72 %).
  • „ნაციონალურ მოძრაობის“ ყველაზე დადებითად “მთავარი არხის” ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 6%. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (79%) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • „ევროპული საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 1%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა.ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას “ტვ პირველზე” და “კავკასიაზე “ ქონდა” (2 %) ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (38) „იმედი“-ის ეთერში გაშუქდა.
  • „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ტვ პირველის “ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 3% შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას “კავკასიაზე “ ჰქონდა ( 21 %).
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო “იმედმა” დაუთმო. უარყოფითმა გაშუქებამ 74 % შეადგინა. ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი “პოსტ ტვ “ ზე გაშუქდა (80 %).
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „მთავარ არხს“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.
  • წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ეთიკური დარღვევების ფაქტები.
  • წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება.
  • მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

იხილეთ სრული ანგარიში
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, „ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემებს 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში ამონიტორინგებდა. თუმცა 2020 წლის 11 მარტიდან ამავე წლის 20 აპრილამდე მედიამონიტორინგი შეჩერებული იყო, რისი მიზეზიც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები და საგაფიცვო პროცესის დაწყება გახდა - გადაცემები, ძირითადად, ეთმობოდა თავად მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.

მონიტორინგის მიზანი იყო დაკვირვება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის - გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ მაუწყებელში შეიცვლებოდა თუ არა  სარედაქციო პოლიტიკა.

მონიტორინგის შედეგი:

საანგარიშო პერიოდი დაემთხვა დაპირისპირების პერიოდს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორსა და იმ გუნდს შორის, რომელიც ამზადებდა დასაკვირვებლად შერჩეულ გადაცემებს. გუნდის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა, საკადრო ცვლილებების შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა. 

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია 
 
კატეგორია - მედიამონიტორინგი
გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა მედიამონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: 
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ‐ სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგი
  • ინტერნიუსი‐საქართველო ‐ რადიოების მონიტორინგი
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) ‐ ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი წინამდებარე ანგარიში აერთიანებს 2016‐2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. ანგარიშში წარმოდგენილია, თუ როგორ იცვლებოდა საარჩევნო პროცესების გაშუქება სხვადასხვა ტიპის მედიასაშულებებში ამ სამი წლის განმავლობაში და გამოვლენილია მედიისთვის ამ დრომდე არსებული ძირითადი გამოწვევები.
ტელემონიტორინგის მოკლე მიმოხილვა

ტელემაუწყებლები მნიშვნელოვანი აქტორები არიან წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ძირითადად მათ სარედაქციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული თუ რა ფორმით და როგორ მიიღებენ საარჩევნო კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ამომრჩევლები. წლების მანძილზე სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია ‐ ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა, მაუწყებლთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი ‐ ოპოზიციისადმი. 2018 წელს ამ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია. 2016, 2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა, 2018 წელს კი მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიური გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით ‐ „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“. სამი წლის მანძილზე „რუსთავი 2“ მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში.

ამის საპირისპიროდ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. 2016, 2017 წლებში „იმედის“ მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული.

„იმედის“ მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017‐2018 წლებში. არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017‐2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა. ასევე ეთერიდან გაქრა ტოქშოუები, რომლებშიც კანდიდატებს მწვავე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა. საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. 2016 წელთან შედარებით, 2017‐2018 წლებში, არხი მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, თუმცა მოვლენების სიღრმისეული გაშუქება პრობლემად დარჩა. ამ პოლარიზებულ გარემოში მიუკერძოებელი სივრცის დაკავებას ცდილობს „ტვ პირველი“. მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება. გაუარესების ტენდენცია ჩანს ტელეეთერში სადისკუსიო სივრცის შექმნის თვალსაზრისით. 2016 წელს ბევრად მეტი გადაცემა ეთმობოდა კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს შორის დებატებს, შესაბამისად, აუდიტორიისთვის მათი ხედვების შესახებ ინფორმაცია მეტად უზრუნველყოფილი იყო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში კი არხების უმეტესობას მოსახლეობისთვის დებატები არც შეუთავაზებია. ზოგადად, ამ წლის გაშუქება გამოირჩეოდა იმით, რომ არჩევნები არ იყო ძირითადი განსახილველი თემა, განსაკუთრებით პირველი ტურის წინა პერიოდში როცა ის სხვა მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა. ზოგადად სიღრმისეული გაშუქება მიმდინარე ამბების და ტოქშოუებში საკითხების ანალიზის დაბალი ხარისხი ქართული ტელემედიის გამოწვევად რჩება. მაუწყებლების უმრავლესობას უჭირს თემების მოძიება, პრობლემების იდენტიფიცირება, გამოკვლევა და საკუთარი დღის წესრიგის შეთავაზება აუდიტორიისთვის. სადისკუსიო გადაცემებში საკითხები ზედაპირულად განიხილება, რაც ხელს უშლის მაყურებელს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გააანალიზოს კანდიდატთა ხედვები და კენჭისყრის დღეს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

2016‐2018 წლებში დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა სიძულვილის ენის შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში. ჩანს, რომ მაუწყებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ გამხდარიყვნენ ამგვარი გამოხატვის გამავრცელებლები. უფრო მეტიც, 2018 წელს საინფორმაციო გამოშვებებში აკრიტიკებდნენ იმ საჯარო პირებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებდა. აშკარა სიძულვილის ენა არა, მაგრამ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ნამდვილად ახლდა თან 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებას. ამ მხრივ გამორჩეული იყო „რუსთავი 2‐ის“ გადაცემა „კვირის აქცენტები“, რომლის ერთ‐ერთი წამყვანი არანორმატიულ ლექსიკასაც იყენებდა. როგორც სიძულვილის ენა, ისე შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მოუგვარებელ პრობლემად დარჩა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, რომელიც სამივე წლის მანძილზე „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა იყო.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებს მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში. მონიტორები აკვირდებიან 8 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, იბერია, მაესტრო, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია. მონიტორინგი მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო. ტოქშოუების ნაწილი ეთერში სექტემბრის დასაწყისში, ნაწილი კი უფრო მოგვიანებით გავიდა. წინამდებარე ანგარიში ასახავს 1 აგვისტოდან - 15 ოქტომბრამდე პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

ძირითადი ტენდენციები:

  • მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი პოლარიზებულია სამაუწყებლო მედია. კანდიდატთა მიმართ მიკერძოება და ტენდენციური გაშუქება გამოიხატა არა რომელიმე კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენაში, არამედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიურ გაშუქებაში. არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას.
  • კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად , არხების უმეტესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები. გამონაკლისია მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზია, რომლებმაც მონიტორინგის პერიოდში არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზეს აუდიტორიას.
  • კანდიდატების პრეზენტაცია შესთავაზა აუდიტორიას „ტვ პირველმა“, თუმცა, აქცენტი არ გაკეთებულა კონკრეტულ საარჩევნო პროგრამებზე. საზოგადოებას არ მოუსმენია კანდიდატების დაპირებების ანალიზი და შეფასება, თუ რამდენად შესრულებადია ეს დაპირებები პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების ფარგლებში.
  • გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდა ტოქშოუში. ის „არჩევანს” ჩაერთო, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ უსაუბრია საკუთარ პროგრამაზე.
  • ტოქშოუების ძირითადი სადისკუსიო თემა არ ყოფილა არჩევნები. დღის წესრიგი შეცვალა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა. ჯერ ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, შემდეგ კი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები გახდა წინასაარჩევნოდ განხილვის მთავარი თემა.
  • ტოქშოუებში საკითხს უმეტესად დაპირისპირების ჭრილში განიხილავდნენ. წამყვანები ნაკლებად იკვლევენ გადაცემამდე თემასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აუდიტორიისთვის. ეს კარგად გამოჩნდა კანაფის კულტივირების ინიციატივის გაშუქებისას – თითქმის არსად ეს თემა საფუძვლიანად არ განხილულა ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში. მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკლესიისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებაზე.
  • არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გადაცემები შეწყვიტა „იბერიამ“. მთელი სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში არხზე მხოლოდ „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ. შედეგად, არხმა ამომრჩევლის ინფორმირების ვალდებულება ვერ შეასრულა.

იხილეთ ანგარიში სრულად

კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას 8 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსში. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, იბერია, აჭარის ტელევიზია. წინამდებარე ანგარიში ასახავს 18 ივნისი - 15 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

ძირითადი ტენდენციები
  • პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი გაშუქდა. ზოგიერთ არხზე მისთვის დათმობილი დრო რამდენჯერმე აღემატებოდა კონკურენტებისთვის დათმობილ დროს.
  • სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დადებითად „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა 9%-ით, ყველაზე უარყოფითად კი „რუსთავი 2“-ის ეთერში 56%-ით.
  • რუსთავი 2 ერთგვარ ნეგატიურ კამპანიას აწარმოებდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ანალოგიურად აშუქებდა იმედი გრიგოლ ვაშაძე
  • ჯამში დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობა გაშუქდა. მთავრობა ყველაზე დადებითად აჭარის ტელევიზიის ეთერში წარმოჩინდა. მისთვის დათმობილი დროის 14% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად მთავრობა „რუსთავი 2“-ის ეთერში გაშუქდა. დათმობილი დროის 41% მას ნეგატიურად წარმოაჩენდა.
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად აჭარის ტელევიზიის ეთერში გაშუქდა (9%), ყველაზე უარყოფითად კი „რუსთავი 2“-ის ეთერში (46%).
  • „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობის“ დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 1%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ამაზე მეტი პოზიტიური გაშუქება პარტიას არც ერთ სხვა არხზე არ ჰქონია. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (77%) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • 2018 წლის მონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზრდილია „ევროპული საქართველოს“ გაშუქება და, დათმობილი დროით, ის ზოგიერთ არხზე უსწრებს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის აქტიური გაშუქებით. ამ კომისიის ხელმძღვანელი და წევრების უმრავლესობა სწორედ „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ. ეს თემა კი საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების ქვეშ იყო.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „რუსთავი 2“ აშკარა სიმპათიას ამჟღავნებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ.
  • წინა წლების მსგავსად ხელისუფლების მიმართ კვლავ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელეკომპანია „იმედი.“ ხელისუფლების გაშუქებისას მათი პრიორიტეტები და გზავნილები ხშირად იდენტურია.
  • 2017 წელთან შედარებით, სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება კიდევ უფრო ნაკლებია.
  • მხოლოდ „ობიექტივისა“ და „მაესტროს“ ეთერში დაფიქსირდა ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა. ორივე შემთხვევაში წყარო პოლიტიკოსები იყვნენ.
  • 2017 წლის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ზოგჯერ მაინც გვხვდება ბალანსის დაცვის პრობლემა.
  • მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. წყარო ყველა შემთხვევაში პოლიტიკოსი იყო.

იხილეთ სრული ანგარიში

კატეგორია - მედიამონიტორინგი
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ - ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგი
  • ინტერნიუსი-საქართველო - რადიოების მონიტორინგი
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) - ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციები აკვირდებიან საარჩევნო სუბიექტების გაშუქებას 37 სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებაში. წინამდებარე ანგარიში აერთიანებს სატელევიზიო მედიაზე ქარტიის დაკვირვების  პირველად შედეგებს და მოცემულ პერიოდში (18 ივნისი - 31 აგვისტო) გაშუქების ძირითად ტენდენციებს ასახავს. ანგარიში არ არის კონცენტრირებული თითოეულ მედიასაშუალებაზე ცალ-ცალკე და მიზნად ისახავს მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილი ზოგადი მიგნებების ანალიზს.

იხილეთ ანგარიში


კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2013 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მუშაობს ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. მედიაზე დაკვირვება კი ერთ-ერთი კომპონენტია ერთობლივი პროექტისა „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება“ . მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია.

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია ძირითადი ტენდენციები და შესწავლილი მასალების დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზები და რეკომენდაციები.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

ძირითადი ტენდენციები:

  • 2017 წელს გამოჩნდა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქება ონლაინ მედიაში სულ უფრო იზრდება, თუმცა უმრავლესობა მათგანი მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ანდა პრესრელიზის ფორმის ამბავია, რომელიც ხშირად შორს არის ჟურნალისტური ნამუშევრისგან.
  • სიღრმისეული მასალების მაჩვენებელი ისევ 1 პროცენტია, დანარჩენი მასალები მხოლოდ ზედაპირულად, ფრაგმენტულად, ახალი ამბების ფორმატში აშუქებს იმ თემებს, სადაც ბავშვები ჩანან ან პირდაპირ თუ ირიბად ეხება მათ.
  • შემცირდა ბავშვების, როგორც რესპონდენტების მონაწილეობით მომზადებული საერთო მაჩვენებელიც. თუ 2016 წელს ეს რიცხვი იყო 35%, წელს მაჩვენებელმა 8%-მდე დაიწია.
  • გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვთ ტელევიზიებს. ისინი ყველაზე ხშირად ამზადებენ ბავშვების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს, ასევე სიღრმისეულ მასალებს. თუკი ონლაინ მედიის შემთხვევაში ძირთადად ახალი ამბების ფორმატში ზედაპირულად შუქდება ბავშებთან დაკავშირებული მასალების 99%, ტელევიზიის შემთხვევაში სიუჟეტებს, გადაცემებს და სიღრმისეულ მასალებს 35% უკავიათ.
  • ყველაზე ხშირად (24%) ასევე ტელევიზიების მიერ მომზადებულ მასალებში ჩანან არასრულწლოვნები რესპონდენტის როლში.
  • დილისა და შუა დღის გადაცემებში გაიზარდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.
  • ბავშვების შესახებ მედია ყველაზე ხშირად (23%) განათლების თემასთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა გაშუქებული მასალების უმრავლესობა განათლების მინისტრის ან სხვა პირთა განცხადებებია და არა განათლებაში არსებული პრობლემების ანალიზი.
  • გასულ წელთან შედარებით, შეიცვალა იმ თემების პირველი სამეული, რასთან დაკავშირებითაც მედია ყველაზე ხშირად აშუქებდა ბავშვებს. გასულ წელს ეს იყო განათლება, კრიმინალი და ქველმოქმედება, 2017 წელს დარჩა განათლება პირველ ადგილზე, თუმცა შემდეგ მოდის უბედური შემთხვევები და ჯანდაცვა.
  • თითქმის განახევრდა იმ მასალების რაოდენობა, რომელიც ბავშვის დასახმარებლად კონკრეტული თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად.
  • შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ მედია უფრო ხშირად იყენებს სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშებს, კვლევებს იქ წარმოჩენილ პრობლემებზე შედარებით ვრცელი მასალის მოსამზადებლად. თუმცა უდიდესი ნაწილი მაინც ამჯობინებს აქცენტის გაკეთებას იმაზე, რომ კვლევა გამოქვეყნდა და არ ცდილობს იქ მოყვანილ მძიმე პრობლემებზე ფოკუსირებას.
  • პოლიტიკოსები თუ კერძო და საჯარო ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ბავშვებს საკუთარი პიარ მიზნებისთვის. ასეთ დროს მედია მიყვება პრესსამსახურების მიერ შემოთავაზებულ ფოკუსს და აქცენტს აკეთებს კომპანიაზე, უწყებაზე და არა თავად აქტივობის შინაარსსა და ბავშვებზე. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, მცირე იყო წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის ბავშვის გამოყენების შემთხვევები. ➢ კვლავაც არის არაერთი შემთხვევაა, როდესაც ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგედიები, უბედური შემთხვევები სენსაციურ ჭრილში სენტიმენტალურად შუქდება.
  • ტელევიზიაში შემცირდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების შესახებ სენტიმენტალური მასალების მომზადება.
  • ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობისას მედია სეზონურ დაავადებებსა თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებისგან რჩევის მიღებას ვერ სცდება. არ გვხვდება ჯანდაცვის პოლიტიკის ანალიზი, ბავშვებისთვის არსებული პროგრამების მიმოხილვა ან კრიტიკა. არ ხსნიან, რა პრობლემებია, რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს.
  • ზოგიერთ მასალაში ბავშვების თემა გამოყენებული იყო ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად.
  • მკვეთრად შემცირდა ძალადობის მსხვერპლების ან კრიმინალის ჩადენაში ბრალდებული არასრულწლოვნების იდენტიფიცირების შემთხვევები. ამგვარი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
  • მსხვერპლების ან დამნაშავეების იდენტიფიცირების დამატებით საფრთხეს ქმნის ონლაინ მედიის კომენტარების ველზე მომხმარებლის წვდომა, რედაქციას უწევს მეტი რესურსის დახარჯვა ამ კომენტარების კონტროლისთვის ან საერთოდ არ აკონტროლებს მას.
  • ზედმეტი სიფრთხილის გამო რიგ შემთხვევაში მედია მაშინაც ფარავს ბავშვს, როდესაც ამისი საჭიროება არ არის.
  • წინა წლისგან განსხვავებით, ამ საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ბავშვების რეტრავმირების შემთხვევები, როდესაც მედია გადატანილი სტრესის გახსენებას და მძიმე მოვლენების შესახებ ამბის მოყოლას სთხოვს არასრულწლოვანს.
  • მედია ბავშვებთან დაკავშირებით იშვიათად იყენებს არასწორ ტერმინოლოგიას. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტუაცია ამ თვალსაზრისით.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - ,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ - ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდებოდა ტელ;ემაუწყებლების მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2017 წლის 19 ივნისს და დასრულდა 2017 წლის 19 ნოემბერს.

დაკვირვება ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

ძირითადი ტენდენციები (ახალი ამბები)
  • დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები და პარტია “ქართული ოცნება“ გაშუქდა.
  • წინა წლებში უმრავლეს არხებზე მთავრობა შუქდებოდა ყველაზე მეტად, ამ არჩევნებზე ეს ტრადიცია დაირღვა და 14 სამონიტორინგო არხიდან 6 არხზე 6 თვის მონაცემების დაჯამებით ყველაზე მეტი დრო პარტია „ქართულ ოცნებას“ დაეთმო.
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად ცენტრალურ არხებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 6% დადებითი ტონი იყო. რეგიონულ არხებს შორის „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად გურჯაანის ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 18% -ით.
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად ცენტრალური არხებიდან „რუსთავი 2-ზე“ გაშუქდა (45%), რეგიონული არხებიდან კი „ოდიშის“ ეთერში (54%).
  • რეგიონული არხების უმრავლესობამ ყველაზე მეტი დრო ადგილობრივი ხელისუფლების გაშუქებას დაუთმო.
  • ადგილობრივი ხელისუფლება 14 არხის მონაცემებით ყველაზე დადებითად ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 13%-ით. ყველაზე უარყოფითად კი„ რუსთავი 2-ის“ ეთერში, დათმობილი დროის 51%-ით.
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე დადებითად ცენტრალურ ტელევიზიებს შორის პირველმა არხმა გააშუქა, მისთვის დათმობილი დროის 9% დადებითი იყო. რეგიონულ არხებს შორის მთავრობის დადებითი გაშუქებით „გურჯაანი“ ლიდერობდა 25%-ით.
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე უარყოფითად ცენტრალური არხებიდან „რუსთავი 2-მა“ გააშუქა (52%). რეგიონული არხებიდან ოდიშმა 47%-ით.
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო ჯამში„ქართულ ოცნებას“ დაეთმო, მომდევნო ადგილებზეა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დადებითი გაშუქება ცენტრალური არხებიდან „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჰქონდა (7%), რეგიონული არხებიდან „გურჯაანის“ ეთერში (20%). ყველაზე უარყოფითად ცენტრალური არხებიდან ნაციონალური მოძრაობა „ობიექტივმა“ (80%) გააშუქა, რეგიონული არხებიდან კი აჭარის ტელევიზიამ (11%).
  • თუ სხვა არხები ყველაზე მეტად აშუქებდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს და ორ ძირითად პარტიას („ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“) ტელეკომპანია „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, სადაც დათმობილი დროით პირველ ადგილზეა და ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ (12%).
  • ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „რუსთავი 2“ აშკარა სიმპატიას ამჟღავნებდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მერობის კანდიდატის მიმართ.
  • ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი და ტელეკომპანია „იმედი“. ამ ორი არხის სარედაქციო პრიორიტეტები არჩევნების შემდგომ პერიოდში მაქსიმალურად დაახლოვდა. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ მომზადებული ლოიალური სიუჟეტებით განსაკუთრებით ჰგავდნენ ერთმანეთს.
  • „პატრიოტთა ალიანსის“ და მისი მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებით გამოირჩევა ტელეკომპანია „ობიექტივი“.
  • წინა წელთან შედარებით სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება მკვეთრად შემცირდა. • „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, სადაც ეთერში ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა დაფიქსირდა.
  • წინა წლის მონიტორინგის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება ისეთი სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ე.წ. „კადრ სინქრონებში“ ისევ რჩება ბალანსის დაცვის პრობლემა.
  • რეგიონულ არხებში გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების რეგულარულობის პრობლემა. ზოგიერთ არხზე გამოშვებები დაუდგენელი გრაფიკით გადიოდა ეთერში. იყო რამდენიმე დღიანი წყვეტებიც. ეს ტენდეცია არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
  • რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე. რამდენიმე რეგიონული არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სარეკლამო შინაარსის შემცველი სიუჟეტები, რაც დაუშვებელია.
  • რეგიონულ არხებს აქვთ ტექნიკური პრობლემები, ხმის და კადრების ხარისხი დაბალია. ტიტრების არარსებობა ზოგიერთი ტელევიზიის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

ძირითადი ტენდენციები (ტოქშოუ)

  • დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები და პარტია “ქართული ოცნება“ გაშუქდა.
  • წინა წლებში უმრავლეს არხებზე მთავრობა შუქდებოდა ყველაზე მეტად, ამ არჩევნებზე ეს ტრადიცია დაირღვა და 14 სამონიტორინგო არხიდან 6 არხზე 6 თვის მონაცემების დაჯამებით ყველაზე მეტი დრო პარტია „ქართულ ოცნებას“ დაეთმო.
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად ცენტრალურ არხებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 6% დადებითი ტონი იყო. რეგიონულ არხებს შორის „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად გურჯაანის ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 18% -ით.
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად ცენტრალური არხებიდან „რუსთავი 2-ზე“ გაშუქდა (45%), რეგიონული არხებიდან კი „ოდიშის“ ეთერში (54%).
  • რეგიონული არხების უმრავლესობამ ყველაზე მეტი დრო ადგილობრივი ხელისუფლების გაშუქებას დაუთმო.
  • ადგილობრივი ხელისუფლება 14 არხის მონაცემებით ყველაზე დადებითად ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 13%-ით. ყველაზე უარყოფითად კი„ რუსთავი 2-ის“ ეთერში, დათმობილი დროის 51%-ით.
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე დადებითად ცენტრალურ ტელევიზიებს შორის პირველმა არხმა გააშუქა, მისთვის დათმობილი დროის 9% დადებითი იყო. რეგიონულ არხებს შორის მთავრობის დადებითი გაშუქებით „გურჯაანი“ ლიდერობდა 25%-ით.
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე უარყოფითად ცენტრალური არხებიდან „რუსთავი 2-მა“ გააშუქა (52%). რეგიონული არხებიდან ოდიშმა 47%-ით.
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო ჯამში„ქართულ ოცნებას“ დაეთმო, მომდევნო ადგილებზეა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დადებითი გაშუქება ცენტრალური არხებიდან „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჰქონდა (7%), რეგიონული არხებიდან „გურჯაანის“ ეთერში (20%). ყველაზე უარყოფითად ცენტრალური არხებიდან ნაციონალური მოძრაობა „ობიექტივმა“ (80%) გააშუქა, რეგიონული არხებიდან კი აჭარის ტელევიზიამ (11%).
  • თუ სხვა არხები ყველაზე მეტად აშუქებდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს და ორ ძირითად პარტიას („ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“) ტელეკომპანია „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, სადაც დათმობილი დროით პირველ ადგილზეა და ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ (12%).
  • ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „რუსთავი 2“ აშკარა სიმპატიას ამჟღავნებდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მერობის კანდიდატის მიმართ.
  • ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი და ტელეკომპანია „იმედი“. ამ ორი არხის სარედაქციო პრიორიტეტები არჩევნების შემდგომ პერიოდში მაქსიმალურად დაახლოვდა. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ მომზადებული ლოიალური სიუჟეტებით განსაკუთრებით ჰგავდნენ ერთმანეთს.
  • „პატრიოტთა ალიანსის“ და მისი მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებით გამოირჩევა ტელეკომპანია „ობიექტივი“.
  • წინა წელთან შედარებით სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება მკვეთრად შემცირდა.
  • „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, სადაც ეთერში ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა დაფიქსირდა.
  • წინა წლის მონიტორინგის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება ისეთი სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ე.წ. „კადრ სინქრონებში“ ისევ რჩება ბალანსის დაცვის პრობლემა.
  • რეგიონულ არხებში გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების რეგულარულობის პრობლემა. ზოგიერთ არხზე გამოშვებები დაუდგენელი გრაფიკით გადიოდა ეთერში. იყო რამდენიმე დღიანი წყვეტებიც. ეს ტენდეცია არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
  • რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე.
  • რამდენიმე რეგიონული არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სარეკლამო შინაარსის შემცველი სიუჟეტები, რაც დაუშვებელია.
  • რეგიონულ არხებს აქვთ ტექნიკური პრობლემები, ხმის და კადრების ხარისხი დაბალია. ტიტრების არარსებობა ზოგიერთი ტელევიზიის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.

მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი.  სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.

მონიტორინგი მიმდინარე წლის 19 აგვისტოს დაიწყო. ტოქშოუების ნაწილი ეთერში სექტემბრის დასაწყისში, ნაწილი კი უფრო მოგვიანებით გავიდა.

იხილეთ ანგარიში სრულად

ძირითადი ტენდენციები


  • 2016 წლისგან განსხვავებით ეროვნულმა მაუწყებლებმა მკაცრად სტრუქტურირებული ტოქშოუ შესთავაზეს მაყურებელს, სადაც იწვევდნენ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. შესაბამისად, ნათელი იყო გადაცემაში მონაწილე სუბიექტების მოწვევის პრინციპი. წამყვანები ამცნობდნენ აუდიტორიას, თუ რომელიმე კანდიდატი, მოწვევის მიუხედავად, გადაცემაში არ მივიდოდა სტუმრებს შორის ბალანსი თითქმის ყველა შემთხვევაში იყო დაცული.
  • ტოქშოუებში, სადაც კანდიდატებს მოსაზრებების წარმოსაჩენად მკაცრად განსაზღვრული დრო ჰქონდათ, მეტი აქცენტი კეთდებოდა გადაცემის ფორმაზე, ვიდრე შინაარსზე. შემოთავაზებული ფორმატი კანდიდატების პრეზენტაციას უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე იმას, რასაც კლასიკური ტოქშოუს ფორმატი გვთავაზობს ხოლმე. თუმცა, აღნიშნული ფორმატი გარკვეულწილად ხელს უწყობდა დროის თანაბარ გადანაწილებას რესპონდენტებს შორის.
  • იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას თანაბრად ეძლეოდა საშუალება საკუთარი საარჩევნო დაპირებები საზოგადოებისთვის გაეცნო, თუმცა ნაკლებად იმართებოდა კრიტიკული მსჯელობა საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით. წამყვანთა კითხვები ძირითად შემთხვევაში ზოგადი იყო და არ გამომდინარეობდა კონკრეტული საარჩევნო პროგრამიდან. ისინი არ სვამდნენ კრიტიკულ, კონტრ კითხვებს, შესაბამისად ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი რჩებოდა თუ რამდენად რეალური იყო კანდიდატთა დაპირებები.
  • როგორც 2016 წლის არჩევნებზე, ამჯერადაც ისმოდა ზოგადი კითხვები: ,,რას პირდებით ამომრჩევლებს? პირველ რიგში რომელ პრობლემას მოაგვარებთ? რამდენი მანდატის მიღებას გეგმავთ არჩევნებზე? და ა.შ. ეს შესაძლებლობას აძლევდა რესპონდენტს მხოლოდ სასურველი მიმართულებით წარემართა საუბარი.
  • წამყვანთა კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით ჩანდა რეგიონულ არხებზე, სადაც პრაქტიკულად არ დასმულა კრიტიკული კითხვები.
  • ზოგადად, რეგიონულ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები აქვთ, რაც უკავშირდება ხმას, ვიზუალურ მხარეს, გადაცემის შეფუთვას. ყველა ეს პრობლემა, საერთო ჯამში, გადაცემას აუდიტორიისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
  • სიძულვილის ენის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამგვარ ლექსიკას ძირითადად რესპონდენტები იყენებდნენ. წამყვანს, ხშირ შემთხვევაში, ჰქონდა კრიტიკული, ადეკვატური რეაქცია. დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, სადაც წამყვანმა საკუთარი შეკითხვით ხელი შეუწყო გენდერული სტიგმის გაძლიერებას.
  • ცალკე უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია „ობიექტივი“, რომლის გადაცემა „ღამის სტუდია“ ფაქტობრივად ერთი კონკრეტული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის პლატფორმაა და გადაცემას ძირითადად პარტიის წევრები წარმართავენ. სამონიტორინგო პერიოდში „ღამის სტუდია“-ს პატრიოტთა ალიანსის 47 წარმომადგენელი სტუმრობდა. სხვა კვალიფიციური სუბიექტებიდან მხოლოდ ერთი სუბიექტი იყო მიწვეული. გადაცემაში ჭარბობს ანტიდასავლური რიტორიკა, თურქოფობია, ისმის სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, ოპონენტების მიმართ უპასუხოდ დარჩენილი ბრალდებები.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.

წინამდებარე ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

ძირითადი ტენდენციები:

  • დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები გაშუქდა.
  • ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე დადებითად ტვ გურიას ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 19%-ით. ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავი 2-ის ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 49%-ით.
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე დადებითად ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გაშუქდა (29%), ყველაზე უარყოფითად - რუსთავი 2-ის ეთერში (46%)
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო ჯამში ქართულ ოცნებას დაეთმო. მომდევნო ადგილებზეა ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო.
  • ქართული ოცნება ყველაზე დადებითად ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გაშუქდა (24%), ყველაზე უარყოფითად კი რუსთავი 2-ის ეთერში (40%)
  • ნაციონალური მოძრაობასაც ყველაზე დადებითი გაშუქება გურჯაანის ეთერში ჰქონდა (30%), ყველაზე უარყოფითი კი - ობიექტივის ეთერში (66%).
  • თუ სხვა არხები ყველაზე მეტად აშუქებდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს და ორ ძირითად პარტიას (ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება) ტელეკომპანია ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც დათმობილი დროის მიხედვით მე-2 ადგილზეა პატრიოტთა ალიანსი (ოდნავ ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე ქართულ ოცნებას). ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც ობიექტივის ეთერში პატრიოტთა ალიანსს აქვს. (9%)
  • ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი რუსთავი 2-ს აქვს, კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის. თუმცა რუსთავი 2 აშკარა სიმპატიას ამჟღავნებს ნაციონალური მოძრაობის და მისი მერობის კანდიდატის მიმართ.
  • ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი და ტელეკომპანია იმედი.
  • ეთიკური პრინციპების დაცვითა და მიუკერძოებულობით გამორჩეულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
  • პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებით გამოირჩევა ტელეკომპანია ობიექტივი.
  • წინა წელთან შედარებით, სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება კიდევ უფრო ნაკლებია.
  • ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც ეთერში ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა დაფიქსირდა.
  • წინა წლის მონიტორინგის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ე.წ. კადრ სინქრონებში ისევ რჩება ბალანსის დაცვის პრობლემა.
  • რეგიონულ არხებში გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების რეგულარულობის პრობლემა. ზოგიერთ არხზე გამოშვებები დაუდგენელი გრაფიკით გადიოდა ეთერში. იყო რამდენიმე დღიანი წყვეტებიც.
  • რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებს სამთავრობო უწყებების პრეს- სამსახურების მომზადებულ მასალებს, მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე.
  • რამდენიმე რეგიონული არხის საინფორმაციო გამოშვებაში დაფიქსირდა სარეკლამო შინაარსის შემცველი სიუჟეტები, რაც დაუშვებელია.
  • რეგიონულ არხებს აქვთ ტექნიკური პრობლემები - ხმის და კადრების ხარისხი დაბალია, ტიტრების არარსებობა ზოგიერთი ტელევიზიის მოუგვარებელი პრობლემაა

თბილისის მერობის კანდიდატების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები:

















კატეგორია - მედიამონიტორინგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 1 აპრილიდან აკვირდებოდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას.