2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ახალი ამბები
24.09.2020
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას. 

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.



ძირითადი ტენდენციები:

  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად იმედის ეთერში გაშუქდა (29 %), ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის”-ის ეთერში (72 %).
  • „ნაციონალურ მოძრაობის“ ყველაზე დადებითად “მთავარი არხის” ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 6%. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (79%) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • „ევროპული საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 1%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა.ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას “ტვ პირველზე” და “კავკასიაზე “ ქონდა” (2 %) ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (38) „იმედი“-ის ეთერში გაშუქდა.
  • „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ტვ პირველის “ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 3% შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას “კავკასიაზე “ ჰქონდა ( 21 %).
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო “იმედმა” დაუთმო. უარყოფითმა გაშუქებამ 74 % შეადგინა. ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი “პოსტ ტვ “ ზე გაშუქდა (80 %).
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „მთავარ არხს“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.
  • წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ეთიკური დარღვევების ფაქტები.
  • წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება.
  • მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

იხილეთ სრული ანგარიში