ე.წ. "ციხის კადრების" გაშუქების მედიამონიტორინგი
21.09.2012

დღეს, 2012 წლის 21 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოში გაიმართა, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მესამე შუალედური და 18-20 სექტემბერს მიმდინარე მოვლენების გაშუქების ამსახველი ანგარიშები.

ანგარიშების პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ბაგერ მოინმა და მარეკ მრაჩკამ.

18-20 სექტემბერს მედია საშუალებების მიერ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული ვითარების გაშუქების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიები ავლენდნენ მიკერძოებულ პოზიციას, ასევე, გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელყოფა.

მესამე შუალედურ ანგარიშში , რომელიც მოიცავ 2012 წლის 13-26 აგვისტოს მონიტორინგის შედეგებს, გამოიკვეთა, რომ წინასარჩევნო პერიოდის დასაწყისთან შედარებით განსახილველ პერიოდში სატელევიზიო არხები არჩევნების თემის გაშუქებას უფრო მეტ დროს უთმობენ, რაც ჩვენი აზრით დადებითი მოვლენაა.

თუმცა, ის პრობლემები რომელთა დაფიქსირება პირველ ორ ანგარიშში მოხდა, ისევ პრობლემებად რჩება.

პირველი საკითხი, რომელიც პრობლემად რჩება არის ტელევიზიების ზოგადად დაუბალანსებელი მაუწყებლობა. საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემებში და სიუჟეტები მზადდება ანალიტიკური მიდგომის და მოკვლევითი მასალის გარეშე, ასევე ადგილი აქვს მიკერძოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, რაც მჟღავნდება სიუჟეტებში ამა თუ იმ პარტიისადმი დადებითი ან უარყობითი დამოკიდებულების გამოხატვით. დებატების არ განიხილავენ რეალურ და მნიშვნელოვნების მქონე საკითხებს, რომლებიც შესაძლოა ამომრჩევლებს აწუხებდეთ.

ზოგი ტელემაუწყებელი დიდ დროს უთმობდა იმ ღონისძიებების გაშუქებას, რომელშიც პრეზიდენტი ან მთავრობა მონაწილეობდა, და რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ არჩევნებთან, ეს გარემოება უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მთავრობას, შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას.

ამავრდროულად, შეიმჩნევა სხვა ტელევიზიების მხრიდან ოპოზიციური პარტიების საქმიანობების დადებითად წარმოჩინების მცდელობები.

დადებითი მოვლენაა თოქ შოუების და დებადების გამართვა ტელევიზიების ეთერში. თუმცა, თოქ შოუები ყოველთვის კარგად არ არის მართული: ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს მიკერძოებულ კომენტარებს, დამამცირებელი და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენებას, და დაუსაბუთებელი, არსს მოკლებული, რეპორტაჟების ჩვენებას.

თუ ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მედიის როლი არის დაეხმაროს ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში, მაშინ, ტელევიზიების მაუწყებლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბევრმა ტელევიზიამ ამის გაკეთება ვერ შეძლო.

წარმოგიდგენთ ამ პერიოდში სატელევიზიო ეთერზე დაკვირვებისას ჩამოყალიბებულ ჩვენს დაკვირვებებს:

1. საზოგადოებრივი ტელევიზიის ძალისხმევა მოვლენების მრავალმხრივად გააშუქებისა დადებითი ფაქტია. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტელევიზია ბალანსს პროგრამების და გადაცემების შინაარსში დაიცავს, და არა მხოლოდ მათ ფორმატში, საზოგადოებრივი ტელევიზიის პოზიცია ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება. ამის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ვერ ახერხებს საერთო კონტექსტის დარღვევის გარეშე წარმოადგინოს სახელმწიფო მოხელეების წინასაარჩევნო პერიოდში გადაჭარბებით გაშუქების ფაქტები.

2. სამთავრობო მხარის დადებით კონტექტსტში გაშუქება და ამით საერთო ბალანსის დარღვევა შეიმჩნევა ორ კერძო ტელეკომპანიაში, კერძოდ იმედსა და რუსთავი 2-ში. ეს რჩება ძირიდად პრობლემად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი კომპანია დროს არა მარტო მთავრობის განაცხადებს გაშუქებას უთმობდეს, არამედ აღნიშნული განცხადებების საფუძვლის მოკლვევას და განხილვას. ბალანსის პრობლემა აქტუალურ საკითხად რჩება რეალ ტივისათვისაც. აღნიშნულმა კომპანიამ ღიად დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ დადებითად და ოპოზიციის მიმართ უარყოფითად მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც ყველაზე მეტად საინფორმაციო გადაცემებსა და თანამშრომლების კომენტარებში გამოიხატება.

3. ტელემაუწყებლობის სპექტრის მეორე მხარეს, რამოდენიმე ტელეკომპანიამ გამოამჟღავნა მმართველი პარტიის მიმართ ცალმხრივად უარყოფითი და ოპოზიციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება. მე-9 არხი, რომელსაც ზოგდად მისაღები მაუწყებლობა აქვს, ამჟღავნებს მთავრობის მიმართ ნეგატიურ განწყობას, რაც სატელევიზიო არხის მაუწყებლობის ტონშიც ვლინდება. მაესტროს მაუწყებლობა ორივე საანგარიშო პეროდში ამჟავნებს ხელისუფლების მიმართ ცალმხრივ დამოკიდებულებას, რაც გადმოცემულია განსაკუთრებული ხარისხით თოქ–შოუებში, სპეციალურ პროგრამებსა და ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარებში.

4. ტელევიზია კავკასია გამოირჩევა საინფორმაციო პროგრამების უფრო მეტად დაბალანსებული ხარისხით, მიუხედავად არხის მიერ ოპოზიციის მიმართ პერიოდულად გამოვლენილი მხარდაჭერისა. თუმცა აღნიშნული ტელევიზიის ეთერში მიმდინარე საუბრები შეიძლება უფრო მეტად ობიექტური ყოფილიყო და სასურველია გამომჟღავნებულიყო ჟურნალისტური პროფესიონალიზმის უფრო მაღალი სტანდარტი. ჟურნალისტური პროფესიონალიზმის თვალსაზრისითაც პროგრამა გაუმჯობესებას საჭიროებს და კვლავ აქტუალურია ჟურნალისტიკის მაღალპროფესიული სტანდარტის დემონსტრირების საჭიროება.

ისეთი რეგიონალური ტელევიზიები, როგორებიცაა რიონი და აჭარა ტვ, როგორც ჩანს არ არიან მზად მათი მაუწყებლობა იყოს დაბალანსებული, და შექმნან დაბალანსებული მასალა ან მოამზადონ საინფორმაციო ამბები სიღმირეული ხარისხით.


იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია