თვითმმართველობა 2014 – რაოდენობრივი მაჩვენებლები
23.05.2014

კატეგორია : ღონისძიებები;

 

თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სლოვაკური კომპანია “მემო-98-ის” ერთობლივი პროექტი, რომელიც ხორციელდება NED-ის (National Endowment for Democracy) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს მონიტორინგის პირველი ეტაპის, 1-30 აპრილის პერიოდის შედეგებს. ამ ხნის განმავლობაში ქარტიის მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ შვიდ ეროვნულ და ექვს რეგიონულ მაუწყებელს.

 

მონიტორინგი ცდილობს შეაფასოს, აშუქებს თუ არა მედია დალანსებულად და მიუკერძოებლად პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ კანდიდატებს და ამით, ეხმარება თუ არა ამომრჩეველს, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

მედიამონიტორინგი მოიცავს გაშუქების რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდს.

რაოდენობრივი მეთოდი გულისხმობს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა სუბიექტებისთვის დათმობილი დროის დათვლასა და გაანალიზებას, ასევე მათი გაშუქების ტონის ჩვენებას – დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი.

ხარისხობრივი ანალიზი აფასებს შერჩეული მედია საშუალებების საქმიანობას ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების მიხედვით: ბალანსი, სიზუსტე, თემატიკის შერჩევა, ინფორმაციის გამოტოვება, რომელიმე კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება, სიუჟეტების რიგითობა, სიძულვილის ენა და სხვ.

ეროვნული მაუწყებლების მონიტორინგი მოიცავს პოლიტიკასა და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ გადაცემებს, რომელიც გადის საუკეთესო დროს (პრაიმ-ტაიმში) 18.00-24.00-მდე, ხოლო რეგიონული მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს.

ცხრილების განმარტება:

პოლიტიკური პარტიები და სხვა შესაბამისი სუბიექტები:

  • მრგვალი, ე.წ. სექტორული დიაგრამა აჩვენებს მითითებულ პერიოდში შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტებისთვის თითოეული მედია საშუალების მიერ გამოყოფილი საეთერო დროის/სივრცის მთლიან პროცენტს.
  • სვეტებიანი დიაგრამა აჩვენებს თითოეული მედია საშუალების მიერ მითითებულ პერიოდში შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტებისთვის გამოყოფილი დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (თეთრი) და უარყოფითი (წითელი) საეთერო დროის/სივრცის ჯამურ  საათებსა და წუთებს.

თბილისის მერობის კანდიდატები:

  • პირველი სვეტებიანი დიაგრამა აჩვენებს თითოეული მედია საშუალების მიერ მითითებულ პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატებისთვის გამოყოფილი დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (თეთრი) და უარყოფითი (წითელი) პირდაპირი საეთერო დროის/სივრცის ჯამურ  საათებსა და წუთებს.
  • მეორე სვეტებიანი დიაგრამა აჩვენებს თითოეული მედია საშუალების მიერ მითითებულ პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატებისთვის გამოყოფილი დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (თეთრი) და უარყოფითი (წითელი) ირიბი საეთერო დროის/სივრცის ჯამურ  საათებსა და წუთებს.

მონიტორინგის ობიექტები:

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარა, იმედი, რუსთავი-2, მაესტრო, კავკასია, ტაბულა. ბათუმის 25-ე არხი, გურჯაანის ტელევიზია, ქვემო ქართლის ტელევიზია, ოდიში, რიონი, თრიალეთი.

საზოგადოებრივი და კერძო მაუწყებლები:

Screen Shot 2014-05-23 at 01.16.41

რეგიონული მაუწყებლები:

თბილისის მერობის კანდიდატები