2016 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მესამე ანგარიში (ახალი ამბები)
06.10.2016
მაუწყებლების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი
31 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016


ახალი ამბები - ანგარიში სრულად

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მაუწყებლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს. ონლაინ მედიისა და პრესის მონიტორინგს "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ახორციელებს, რადიოებს კი "ინტერნიუსი – საქართველო" აკვირდება. პროექტი "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი ამბები - ძირითადი მიგნებები:
  • თუ წინა საანგარიშო პერიოდებში სამონიტორინგო არხების უმრავლესობა საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობდა, ეს ტენდეცია შეიცვალა. არხები ამ პერიოდში ყველაზე მეტ დროს პოლიტიკურ პარტიებსუთმობდნენ.
  • 11 არხის მონაცემების მიხედვით, მთავრობას ყველაზე დადებითად მაესტრო და ობიექტივი აშუქებდა 8-8%-თ. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას წინა პერიოდის მსგავსადისევ "რუსთავი2-ზე"ჰქონდა -დათმობილი დროის44%.
  • პარტია "ქართული ოცნება" ყველაზე დადებითად "GDS"-ს ეთერში ჩანდა, მისთვის დათმობილი დროის 9% პოზიტიური იყო, ნეგატიურად "ქართული ოცნება" ყველაზე დიდი დოზით"კავკასიაზე" გაშუქდა (42%).
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დადებითი ტონით ყველაზე მეტად "რუსთავი-2- ზე" წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 5-% პოზიტიური გაშუქება იყო. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე უარყოფითად წინა პერიოდის მსგავსად ისევ GDS- მაგააშუქა (61%).
  • ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 4%-ით. უარყოფითად კი, "ობიექტივის" ეთერში57%-ით.
  • დროის განაწილების და თვისებრივი დაკვირვების შედეგების ანალიზისას წინა პერიოდის მსგავსად რჩება შთაბეჭდილება კონკრეტული არხების, კონკრეტული სუბიექტების მიმართ არსებული სიმპათიების შესახებ. მაგალითად, "ობიექტივი" აშკარად გამორჩეულად სწყალობს საარჩევნო ბლოკს - "პატრიოტთა ალიანსი", "რუსთავი 2-ზე" შესამჩნევია "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ სიმპათიები,"იმედი" უპირატესმდგომარეობაშიაყენებს "ქართულ ოცნებას".
  • შინაარსობრივი ანალიზისას გამოვლინდა, რომ არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებდნენ სუბიექტებს, თუმცა ყველა არხზე დაფიქსირდა ბალანსის დარღვევის შემთხვევები. შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის განვლილ ორ პერიოდშიც ტელევიზიებში მთავარი პრობლემა მხარეთა შორის ბალანსისდაუცველობაიყო.
  • ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება ე.წ. კადრ-სინქრონების დაუბალანსებლობის პრობლემა, რაც წინა ანგარიშებშიც აღინიშნა.არხები ახალ ამბებს ხშირ შემთხვევაში,ე.წ. კადრ-სინქრონებით აშუქებენ. ასეთ მასალებში, ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა გადმოცემული. მედიასაშუალებები კადრ- სინქრონს არ აღიქვამენ სრულფასოვან მედიაპროდუქტად, არ ამზადებენ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც სიუჟეტს ან რეპორტაჟს და სისტემატურად არღვევენ ბალანსს. არადა, ის ჩვეულებრივი მედიაპროდუქტია, სტანდარტიც შესაბამისად ვრცელდება და მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დაუბალანსებელ ინფორმაციასკადრ-სინქრონის სახითმიიღებს თუ სიუჟეტის.
  • წინა ანგარიშისგან განსხვავებით ამ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე არხზე პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან გამოთქმული ქსენოფობიის შემცველი კომენტარების ეთერში გაშვება. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მედია საშუალებებმა ასეთი განცხადებების ტირაჟირებისას ვერ გამოიჩინეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მოთხოვნილი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპების სათანადო ცოდნა და არ მოახდინეს ქსენოფობიური განცხადებებისგან გამიჯვნა.
  • საანგარიშო პერიოდში საერთო ტენდენციის სახით გამოიკვეთა სუბიექტების დადებითი ტონით გაშუქების შემცირება, რაც მედია საშუალებების მეტ კრიტიკულობასადა დაბალანსებულობაზე შეიძლება მიუთითებდეს.