19.06.2017
მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო
შეხვედრაზე,ცნობილი გახდა, რომ
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში
ინიცირებას.
14.06.2017
საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს,
იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ
აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში
აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ .
06.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას
ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან
და მათ საქმიანობასთან მიმართებაში გამოხატვის და გაშუქების
განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს.
30.05.2017
ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს
უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და
ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე. ახლობლების
თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო
ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო
იყო.
10.03.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია ყურადღებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჟურნალისტების შრომითი უფლებების
რეალიზაციის პროცესს.
09.03.2017
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული
სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:
06.03.2017
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ უნდა შეინარჩუნოს 39-ე
მუხლის საფუძველზე გამოყენებული დროებითი ღონისძიება იქამდე, ვიდრე
სასამართლო არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს,"
03.03.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია
რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი
სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს
საქართველოში.
24.02.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"
ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო.
21.02.2017
სააგენტო "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მათი ვებსაიტი ჰაკერული
თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ჰაკერული თავდასხმა 21 თებერვალს, 3
საათზე განხორციელდა, შედეგად, წაშლილია საიტზე 2011 წლიდან დღემდე
ატვირთული მასალები.
დაზიანებულია მონაცემთა ბაზაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები დროულად და
ეფექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ ფაქტს და "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს
მიეცემათ საშუალება, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა.