23.04.2020                    
            
                        
                
        				
            გზამკვლევის ამ ნაწილში გიზიარებთ რჩევებს ციფრული უსაფრთხოებისა და
მედიაპლატფორმების ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ 
ციფრული მხარდაჭერა და უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ მრავალ გამოწვევას შორის, რომლის წინაშეც მედიაორგანიზაციები აღმოჩნდნენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში.
გაზრდილმა მოთხოვნამ ინფორმაციაზე, გაზარდა დატვირთვა მედიასაშუალებების ვებგვერდებზე და მენეჯერებს უწევთ იზრუნონ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. მეორე მხრივ კი, დისტანციური ჟურნალისტიკის გამო, როდესაც სამუშაო პროცესი მთლიანად ონლაინ სივრცეშია გადასული, მედიაორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციისა და თითოეული თანამშრომლის სხვადასხვა ონლაინ არხების, პლატფორმების, მეილების, სოციალური ქსელების ანგარიშების, მოწყობილობების, ასევე, ინფორმაციის წყაროების ჰაკერებისგან, ე.წ ფიშინგისა და სხვა კიბერსაფრთხეებისგან დაცვა.
- იხილეთ სრულად
 - იხილეთ სახელმძღვანელოს ყველა თავი ერთ ბმულზე