ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება – სემინარი ბათუმში

კატეგორია : ტრენინგები;
ბათუმი, 12 სექტემბერი, 2015. ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა სემინარი ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ, რომელშიც დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. სემინარი ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც მედიამონიტორინგსა და ეთიკური გაშუქების საკითხებზე ჟურნალისტებთან დისკუსიებს ითვალისწინებს. ტელეკომპანიების, პრესისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ეთიკური სტანდარტების შესახებ მსჯელობდნენ. ტრენერებმა, ნინო ჯაფიაშვილმა და ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს ვიდეო რეპორტაჟები, ისაუბრეს ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოქმნილ იმ პრობლემებზე, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიური საქმიანობისას აწყდებიან, ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და მათი სტიგმატიზების საფრთხეზე. პროექტის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სამი შეხვედრა გაიმართა: გორში, თელავსა და ბათუმში. გარდა ტრენინგებისა, პროექტი მოიცავს მედიამონიტორინგსა და თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურების ადვოკატირებას