6 აპრილს ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს

კატეგორია : ანონსი;
ხუთშაბათს, 6 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს:

19:00 საათი - გიორგი მდინარაძე მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ
სადავო სტატია გაზეთ "პრაიმ ტაიმში" გამოქვეყნდა სათაურით ,,მწამებელი თუ უწყების იმიჯისთვის გაწირული პოლიციელი?!“. ქარტიას მომართა გიორგი მდინარაძემ, რომელსაც მასალა შეეხებოდა. ის მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო არაზუსტი, მიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტები. გარდა ამისა, უკანონოდ მოიპოვა და გამოაქვეყნა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია 1 (სიზუსტე), 3 (მიჩქმალვა), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

20:00 საათი - ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი TV იბერიის წინააღმდეგ
სადავო მასალა "იბერიის" ეთერში 21 დეკემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხეობდა მთავრობის ახალ დადგენილებას პირუტყვის იდენტიფიცირება, რეგისტრაციის შესახებ. განცხადებლის აზრით, სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები- პირველი (სიზუსტე) და მესამე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” მიიჩნევს, რომ რედაქცია ცდილობს თემას სენსაციურობის ელფერი შესძინოს, მასალა გამოირჩევა ირონიულობით, ცინიზმით და ნაკლებად ისახავს მიზნად მოსახლების ინფორმირებას.