ქარტიის საბჭოს სხდომები – ანონსი

კატეგორია : ანონსი;

შაბათს, 26 ივლისს, 12:00 საათზე განიხილება განმცხადებელ ირინა ასათიანის განცხადება პაატა იაკობაშვილის, ნონა მიქიაშვილის (ტელეკომპანია რუსთავი 2) და ჟანა ასანიძის წინააღმდეგ, ხოლო 15 საათზე განმცხადებელ "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადება გიორგი გაბუნიას (ტელეკომპანია რუსთავი 2) წინააღმდეგ.

 

კვირას, 27 ივლისს, 14:00 საათზე, განიხილება განმცხადებელთა ჯგუფის განცხადება ნიკა ლაშაურის (ჟურნალი "თბილისელები") წინააღმდეგ, ხოლო 15:00 საათზე განმცხადებელ მაია ჯაშის განცხადება სულხან მესხიძის, რუსლან დავითაძის და მირიან ურუშაძის (ტელეკომპანია 25_ე არხი) წინააღმდეგ.

 

საბჭოს სხდომები გაიმართება ქ. თბილისში, პაოლო იაშვილის 14/22 (სოლოლაკი), საკონტაქტო ტელეფონი 595 110 620