ეთიკური სტანდარტები – ტრენინგი რედაქტორებისა და პროდიუსერებისთვის

კატეგორია : ტრენინგები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს რედაქტორებსა და პროდიუსერებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი 2 დღიანია და მოიცავს სამ მიმართულებას:
    1. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები/ განმარტებები და პრაქტიკული მაგალითების განხილვა/, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება
    2. თვითრეგულირების აუცილებლობა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მედიისთვის დაკისრებული ვალდებულებები
    3. ინტერნეტ მედია - როგორც თანამედროვე გამოწვევა ეთიკური ჟურნალისტიკისთვის
    ტრენინგის გამართვის დრო (დეკემბრის თვეში) დაზუსტდება მონაწილეთა და ტრენერთა საჭიროებებიდან გამომდინარე. გთხოვთ, მონაწილეობის სურვილი დაადასტუროთ შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com, 10 დეკემბრამდე. ამავე მისამართზე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 40 90 31

    თამარ რუხაძე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

    პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით"