ტრენინგი აჭარაში ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე

კატეგორია : ანონსი;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს იწვევს ტრენინგზე: "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება"

ტრენინგი ერთდღიანია და გაიმართება 2015 წლის, 12 სექტემბერს, შაბათს, დილის 11:00 სთ-დან, საღამოს 18:00 სთ-მდე, ქ.ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ტრენინგი იმართება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში" ფარგლებში. ტრენერები: ნინო ჯაფიაშვილი, ზვიად ქორიძე მონაწილეობის მსურველებმა, გამოგვიგზავნეთ განაცხადი და რეზიუმე 2015 წლის, 6 სექტემბრის 18:00 სთ-მდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcharter@gmail.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "ტრენინგი - ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება."

ტრენინგის მონაწილეთა მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება.   საკონტაქტო პირი: თამარ რუხაძე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ტელ: 599 40 90 31 ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com