27 თებერვალს ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება

კატეგორია : ანონსი;

ორშაბათს, 27 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშ

ორშაბათს, 27 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით შემოსული ორი განცხადება. სადავო სიუჟეტი "ტრანსგერდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება" "იმედის" ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გადაცემა "იმედის დროში" გავიდა.

პირველი განცხადება გიორგი ტატიშვილმა შემოიტანა. ის მიიჩნევს, რომ მასალაში დაირღვა ქარტიის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

"ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) კი ერთობლივ განცხადებაში უთითებენ, რომ დარღვეულია პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია). განცხადების თანახმად, "ჟურნალისტი ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას, ახდენს ტრანსგენდერი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას."

19:00 საათზე გიორგი ტატიშვილის განცხადება განიხილება, 20:00 საათზე კი EMC-სა და  WISG-ის განცხადება. სხდომა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება