ქარტიის პრიზი 2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2023-ის გამარჯვებულები გამოავლინა.

ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა:
  • სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი: გელა მთივლიშვილი, მთის ამბები
  • ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში: ბუთა ორჯონიკიძე, ნეტგაზეთი
  • ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში: მარიამ მუმლაძე, ჩაიხანა
  • სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში: ლანა კოკაია, რადიო თავისუფლება
  • ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება: სოფო აფრიამაშვილი, ნეტგაზეთი
  • ხალხის რჩეული: თენგიზ გოგოტიშვილი, გიორგი დულარიძე, ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ვაწაძე, ეკა სარია, მთავარი არხი
  • ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება: ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება

პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.