წლიური ანგარიში 2023

წინა წლების მსგავსად, 2023 წელსაც მედია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა. ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების მცდელობა იყო, რომელიც მედიის უდიდეს ნაწილს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ 7-8 მარტის აქციების შემდეგ, ეს კანონი ხელისუფლებამ არ მიიღო, თუმცა წინა წლების მსგავსად, კვლავ გვესმოდა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ინიციატივები მმართველი პარტიის მხრიდან.

2021 წლის 5-6 ივლისის  მოვლენების შემდეგ, მედიის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში უფრო მწვავე ფორმით დადგა. სამწუხაროდ, 2023 წელსაც არ შეცვლილა მოცემულობა და ჟურნალისტებისთვის ყოველდღიურობად კვლავ რჩება საქმიანობაში ხელის  შეშლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ძალადობა.

მედიის მიმართ აგრესიას ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული  რიტორიკა და არასათანადო რეაგირება ახალისებს. 

გამოწვევად რჩება სამაუწყებლო მედიის მკვეთრი პოლარიზება. ეს პოლარიზება კი  ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. ამას ხელს უწყობს მმართველი  პარტიის პოლიტიკა - რიგ შემთხვევებში უარი თქვან მათ მიმართ კრიტიკულად  განწყობილ მედიასაშუალებებთან კომენტარის გაკეთებასა და უმრავლეს  შემთხვევაში ტოქშოუებში მონაწილეობაზე. 

წინა  წლების მსგავსად, მედიასაშუალებებს არაერთი პრობლემა შეექმნათ როგორც  ფინანსების, ისე ადმინისტრირების კუთხით. 

ცხადია, მედიის უსაფრთხოება, ისევე, როგორც თვითრეგულირების  მნიშვნელობა, კვლავ საფრთხეშია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია გაერთიანებული ძალებით მუშაობა ამ  პრობლემებთან გასამკლავებლად. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ უსაფრთხო მედია  გარემოს მიღებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. 

ანგარიში სრულად იხილეთ აქ.