ხატია ღოღობერიძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

ხატია ღოღობერიძე მედიაში 2009 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას ჟურნალისტი. ასევე, იყო ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი.

ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის.

2020 წლის 2 მარტს ხატია ღოღობერიძე On.ge-ის მთავარი რედაქტორი გახდა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.