თამარ რუხაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე

თამარ რუხაძე 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. იგი მუშაობდა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში (IREX 2016-2021 წლებში). სხვადასხვა დროს იყო რუსთავი 2-ის, მაესტროსა და მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. ამავე დღეს ის გახდა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.