ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
28.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გელა დათაშვილის განცხადება მთავარი არხის გადაცემა “სხვა ნანუკას” წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.

განცხადება ეხება გადაცემის ანონსს, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 24 მარტს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, გაჟღერებული ინფორმაცია მისი ქონების, საქმიანობის, “მევახშეობის” და სხვა ბრალდებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლის პოზიციით , მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები
  • მეხუთე - შესწორება
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია
  • მერვე - ბავშვის უფლებები
  • მეცხრე - სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.