ნოდარ მელაძეს და ეკო მაღრაძეს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ
21.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველზე გასულ სიუჟეტში, ნოდარ მელაძეს და ეკო მაღრაძეს ქარტიის არც ერთი პრინციპი არ დაურღვევიათ.

მათ წინააღმდეგ ქარტიას გიორგი ახვლედიანმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „ქართული ოცნების გარე სპიკერების ინსტიტუტთან“ დაკავშირებით, TV პირველზე, 2020 წლის 30 მაისს, “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა.

განმცხადებელი გიორგი ახვლედიანი განმარტავდა,რომ სიუჟეტში საუბარი იყო ოცნების იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების” საქმიანობის პროპაგანდისთვის ფულს იღებენ, ჩამოთვლილთა სიაში კი მოხვდა მისი იდენტური სახელისა და გვარის მქონე ადამიანი. მხარე აღნიშნავდა, რომ ეს დოკუმენტები მხოლოდ ნაბეჭდი სახით იყო და არც ბეჭდით და არც ხელმოწერით მისი ნამდვილობა არ დასტურდებოდა.

მხარე დავობდა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპებზე, მაგრამ საბჭომ აღნიშნული პრინციპების დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.