ირაკლი ჩიხლაძის და ცოტნე გეგეჭკორის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
27.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადება ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძის და ცოტნე გეგეჭკორის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი კავკასუს ონლაინმა“; ტელეკომპანიის ეთერში 2020წ ლის 02 აგვისტოს გავიდა გადაცემა “იმედის კვირაში”.

მხარე განმარტავს, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია შპს “კავკასუს ონლაინის” მიერ განხორციელებულ საქმინობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიუჟეტში დასახელებული ინფორმაციის სისწორე გადაემოწმებინა კავკასუს ონლაინთან, ან საჯაროდ ხელმისაწვდომი საშუალებებით.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებულო წყარო;
  • მეხუთე - არასწორი ინფორმაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.