ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - ტროლები, ბოტები და ყალბი ამბები - როგორ ავირიდოთ დეზინფორმაციის ტირაჟირება
12.02.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიწვევთ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ტროლები, ბოტები და ყალბი ამბები - როგორ ავირიდოთ დეზინფორმაციის ტირაჟირება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 29 თებერვალს და 1 მარტს, თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ).

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა ამოიცნონ ტროლები, ბოტები და არავთენტური პროფილები სოციალურ ქსელებში. ასევე, რა გამოწვევების წინაშე აყენებს სოციალური ქსელი ეთიკურ და პასუხისმგებლიან მედიას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გავხდეთ ყალბი გვერდის ან პროფილის მანიპულაციის მსხვერპლი სტატიის მომზადებისას.


ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.


**** 

ტრენინგს გაუძღვებიან:

I დღე: თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა
თამარ კინწურაშვილი არის ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. სოფო გელავა კი ამავე ორგანიზაციის მკვლევარი, მედიაწიგნიერების პროექტის ხელმძღვანელი. ბოლო რამდენიმე წელია ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დეზინფორმაციის, ტროლებისა და ბოტების გამოსავლენად. არის ამ მიმართულებით მომზადებული არაერთი კვლევის ავტორი;

II დღე: ლიკა ზაკაშვილი
ლიკა ზაკაშვილი არის ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა გამოცემა „ლიბერალში“ ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ კი რედაქტორად; არის საქართველოში საერთაშორისო პროექტის n-vestigate-ის კოორდინატორი, რომლის ფარგლებში ოთხი ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი და გერმანია Cross-Border ჟურნალისტურ პროექტზე ერთად მუშაობენ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.