თათია ხალიანი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი.

აქვს ჟურნალისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრის ხარისხს მედია და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. 2011 წლიდან მუშაობდა ჟურნალ „ლიბერალში“ რეპორტიორად. 2019 წლიდან კი რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ დამფუძნებელი და რედაქტორია.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი პროფესიული ჯილდო, მათ შორის, ორჯერ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საუკეთესო სტატიისთვის. ასევე, მიღებული აქვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი, სახალხო დამცველის ჯილდო, პრიზი ქალთა უფლებების საუკეთესო გაშუქებისთვის და სხვა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია მისი დაარსების დღიდან. ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2022 წლის 24 დეკემბერს ქარტიის საერთო კრებაზე.