სოფო ჟღენტი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელი.

ტელე-რადიო და ბეჭდურ მედიაში მუშაობდა მრავალი წელი ჟურნალისტად, ასევე ახალი ამბების წამყვანის, პროდიუსერის და გამომძიებელი ჟურნალისტის პოზიციებზე - როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ მედია ორგანიზაციებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია მისი დაარსების დღიდან. ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2020 წლის, 19 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე.