ნათია ზოიძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

TV პირველის გადაცემა „ღამის ამბების" პროდიუსერი.

მუშაობდა ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელად აჭარის ტელევიზიაში მრავალი წლის განმავლობაში. პარალელურად იყო  ახალი ამბების რეპორტიორი ტელეკომპანია „მზეში“, სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ და რადიო „იმედში“. 

2008-2009 წლებში მუშაობდა პოლიტიკური ტოქ-შოუს ავტორად და წამყვანად „ტელეარხი 25“-ზე.  2009-2012  წლებში იყო პოლიტიკის ჟურნალისტი, ბათუმელებსა და ნეტგაზეთში, ასევე, ამზადებდა საგამოძიებო სტატიებს „ბათუმელებისთვის".  შემდეგ მუშაობდა მთავარ პროდიუსერად ახალი ამბების რედაქციაში, ტელეკომპანია „იმედზე". იყო ანალიტიკოსი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო დირექტორის მოადგილე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2019 წლის 21 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე.