ნინა ხელაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
ჟურნალისტი, "TOK TV-ს" განვითარების ხელმძღვანელი.

ნინა ხელაძე 2017 წლიდან დღემდე მუშაობს რუსულენოვანი მაუწყებლის "TOK TV-ს" განვითარების ხელმძღვანელად.

ასევე, არის ა.ო. „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ პროექტების მენეჯერი.  

არის საქართველოში „Interlink Academy-ს“კოორდინატორი. ასევე, "Arbeit an Europa-ს“ პროექტის პარტნიორი საქართველოში. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2019 წლის 21 დეკემბერს. 2019 წლის განმვალობაში იყო ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრი.

წლების განმავლობაში მუშაობდა რეგიონულ და ნაციონალურ ტელე და რადიო მაუწყებლებზე.