ნანა ბიგანიშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
საგამოძიებო გამოცემა „სტუდია მონიტორის” რედაქტორი და თანადამფუძნებელი.

მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2- ის" გადაცემა “60 წუთში” ჟურნალისტად წლების განმავლობაში. 2007 წლიდან არის  „სტუდია მონიტორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.
 
საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვის მიღებული აქვს ჯიპა-ფრიდმანის პრიზი  სხვადასხვა წლებში. ასევე ევროკავშირის პრიზი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2018 წლის 22 დეკემბერს. ამავე დღეს ის გახდა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე და  ხელმძღვანელობდა 2020 წლის 19 დეკემბრამდე.