ლიკა ზაკაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
16.01.2019
ჟურნალისტი, "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი

ლიკა ზაკაშვილი 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა გამოცემა „ლიბერალში“ ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ კი რედაქტორად; არის საქართველოში საერთაშორისო პროექტის n-vestigate-ის კოორდინატორი, რომლის ფარგლებში ოთხი ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი და გერმანია Cross-Border ჟურნალისტურ პროექტზე ერთად მუშაობენ. ლიკა ზაკაშვილი ასევე უძღვება სალექციო კურსს შავი ზღვის უნივერსიტეტში. 2011 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციის - „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო“ - პროექტის მენეჯერად; ასევე - რადიო „106,4-ის“ წამყვანად. დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრის ხარისხი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA (მაგისტრის ხარისხი)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2017 წლის 23 დეკემბერს.